saqarTvelos myinvarebi - yliCis myinvari
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
კოორდინატები | 43°13`00` ჩ. გ. 41°41`00` ა. გ. |
ტიპი | კარულ-ხეობური |
სიგრძე | 3,08 კმ |
ფართობი | 0,76 კმ² |
სინონიმი: კლიჩი.
მყინვარი გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდინარე ყლიჩის აუზში ყველაზე დიდი მყინვარია. მისი სიგრძე 3.08 კმ, ხოლო ფართობი 0.76 კმ²-ია. მყინვარი იწყება მთა ყლიჩიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთური მიმართულებით ვრცელდება. მისი ენა 2450 მ სიმაღლეზე შუბლის მაგვარი ფორმით მთავრდება. მის წინ კი კარგად გამოხატული წლიური მორენული სერებია, რომელთა სიმაღლე 0.5-1.0 მეტრს არ აღემატება. ეს ფორმები შექმნილია მყინვარების ყოველწლიური მოძრაობის შედეგად და ფიქსირებას უკეთებენ მყინვარის უკანდახევის სიდიდეებს დროში. რკალური სერების რაოდენობა თხუთმეტია და მცირედ გამოხატულ რიგელის თავზე მთავრდება, ქვემოთ კი წლიური მორენები გარეცხილია და ძირითადი ქანებია გაშიშვლებული. მორენები ერთმანეთის პარალელურადაა განლაგებული, ზოგჯერ კი ერთმანეთს გადაფარავენ. წლიურ მორენებს შორის მანძილი რამდენიმე ადგილასაა გაზომილი.